პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 12 აგვისტო 2025, 12:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო პოლიციელის წინააღმდეგობისათვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომელს და ფიზიკურად იძალადა მასზე.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით) და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
დღეს ვხედავთ, რომ იმედიანი, პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ოპოზიცია გვყავს, რომელიც არ არის იმედიანი
შესაძლოა ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთოს განცხადებები, რომ აპირებენ შეწყვეტას ვიზალიბერალიზაციის. მოგვიანებით ვნახავთ, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული
საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს და არანაირი წინაპირობა იმისა, რომ საფრთხე შეექმნას უვიზო მიმოსვლას, არ არსებობს
ლევან მახაშვილი ოპოზიციის უცხოელ დამფინანსებლებზე: მათი მთავარი მიზანი არის პოლიტიკურ ომის თამაშებში საქართველოს შეთრევა და ამისთვის სამწუხაროდ ძალიან კარგ მიზეზებს აძლევს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი
არქივი