28
12 აგვისტო 2025, 12:32

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 15 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ სამიტამდე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელ ხალხს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ხოლო კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინისა და ევროპის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
ევროკავშირის ქვეყნები მიესალმებიან ტრამპის ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების კუთხით, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ „საერთაშორისო საზღვრები ძალით ვერ შეიცვლება“.
„უკრაინაში გზა მშვიდობისკენ არ უნდა გადაწყდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე. კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საბრძოლო მოქმედებების შემცირების პირობებშია შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |