აიზენის სახელმძღვანელოზე: ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს „რბილი ძალა“ ნებისმიერ ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 12 აგვისტო 2025, 15:22
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ფერადი რევოლუციების“ ერთ-ერთ მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოში საქართველოს რამდენჯერმე ხსენებას გამოეხმაურა.

„ეს გაიდლაინი არის ერთგვარი მხილება, როგორ მოქმედებს. ე.წ. რბილი ძალა ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი ბევრი გზამკვლევი ვიხილეთ: იგივე აკერმანის ტრენინგები, კანვასის ტრენინგები და ა.შ., რომლებიც ზუსტად ერთი და იგივე მიზანს ემსახურება, რომ რაღაცნაირად მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი გააძლიერონ კონკრეტულ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოზე, რათა ზეგავლენა მოახდინონ ჩვენი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე პოლიტიკურ ჭრილში. ეს არის გარედან მართული პროცესი. უმნიშვნელოვანესი იყო ის გამჭირვალობის კანონი, რომელიც მივიღეთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ყოფილი დიპლომატის, თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის და მოქმედი იურისტის ნორმ აიზენის სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიის გზამკვლელად არის მიჩნეული, რეალურად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს უცხოურ ძალებს, თუ როგორ განაგრძონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირება, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით.

ნორმ აიზენის 2025 წლის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში საქართველოც არაერთხელ არის ნახსენები, განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო. კერძოდ, საუბარია ასრასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, მათთვის ადგილობრივი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რომ სამართლებრივად ნაკლებ დამოკიდებულები ჩანდნენ უცხოურ ძალაზე.

ნორმ აიზენი ამერიკულ ანალიტიკურ წრეებში ფერადი რევოლუციებისა და ამბოხებების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად სახელდება.

აღნიშნულ სახელმძღვანელოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმაც ისაუბრა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი