64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი - ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 19 აგვისტო 2025, 16:19

64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი - ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას შეუძლია შექმნას ფრაქციები საკრებულოებში.

„ვფიქრობ, არაერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციას შეუძლია, შექმნას ფრაქციები საკრებულოებში. ეს არის მათი შანსი. დანარჩენი რაც შეეხება ჩვენს ამოცანას - 64 64-ზე - 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი. ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით 100%-ით შევასრულებთ ამ ამოცანას“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი