მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი, იგი ამ უწყებას ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 03 სექტემბერი 2025, 17:59
მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი, იგი ამ უწყებას ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყანა აბსოლუტურად უსაფრთხო და დაცული იქნება.

„ჩემი აზრია და არა მხოლოდ ჩემი აზრი, რომ იგი იქნება ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თავისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, იმ ნიჭიდან გამომდინარე, რა ნიჭითაც იგი არის დაჯილდოებული და იმ ენერგიიდან გამომდინარე, რა ენერგიის მატარებელიც არის მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე არის ჩვენს ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანი და მამუკა მდინარაძე არის საქმის უზადო პროფესიონალი. იგი ამ უწყებას გაუძღვება ძალიან მაღალ დონეზე და ეს უწყება, რომელიც ისედაც მოწოდების სიმაღლეზეა ნამდვილად, კიდევ აბსოლუტურად სხვა მასშტაბებს დაიპყრობს და ჩვენი ქვეყანა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო, დაცული ბატონი მდინარაძის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებზე: პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები, არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით
„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას
„გუდვილი”: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
ცოტნე ანანიძე: საინტერესოა, კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე - საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი - დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი კვლავ უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან
ანდრია ჯაღმაიძე: გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება
არქივი