ტრამპმა განაცხადა, რომ The New York Times-ის წინააღმდეგ, რომელსაც ის „რადიკალური მემარცხენეების რუპორად“ მოიხსენიებს, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 16 სექტემბერი 2025, 09:58

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გამოცემა The New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამების გამო 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა.

“დღეს წილად მხვდა დიდი პატივი შევიტანო 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი ცილისწამებასა და შეურაცხყოფის შესახებ The New York Times-ის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და დეგრადირებული გაზეთია, რომელიც ფაქტობრივად რადიკალურად მემარცხენე „დემოკრატიული“ პარტიის რუპორი გახდა“, - დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, გამოცემა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს უჭერდა მხარს. „ეს იყო ყველაზე მსხვილი უკანონო შემოწირულება საარჩევნო კამპანიის ისტორიაში. მათი მხარდაჭერა კამალა ჰარისის მიმართ The New York Times-ის პირველ გვერდზე იყო გამოტანილი, რაც გაუგონარია!“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, გამოცემა ათწლეულების მანძილზე სიცრუეს ავრცელებს მისი ოჯახის, ბიზნესისა და მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“-ს შესახებ.

„The New York Times-ი დიდი ხნის მანძილზე თავისუფლად ცილს მწამებდა, იტყუებოდა და ტალახს მესროდა. ეს დაუყოვნებლივ შეწყდება! სარჩელი ფლორიდის დიად შტატშია შეტანილი“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: მარტის მოვლენებმა განსაკუთრებით ცხადყო, რომ საქართველო თუ შედგა როგორც სახელმწიფო, ამაში ეკლესიას დიდი როლი აქვს, ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ებრძვიან ეკლესიას
ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
არქივი