კარლ ჰარცელი - ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა ეს სივრცე, როგორც ბავშვების სკვერი. მე ვამაყობ, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 13 ივნისი 2020, 21:02

ვამაყობ, რომ ევროკავშირი, ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი იყო თანამონაწილე  მომხდარიყო ცნობილი „მზიურის“ ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ახალ „მზიურად“, – ამის შესახებ „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „მზიური“ უნიკალური სკვერია. მან მწერალ ნოდარ დუმბაძეც ისაუბრა, როგორც „მზიურის“ დაარსების იდეის ავტორზე და აღნიშნა, რომ ის ბრძენი იყო.

„ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა ეს სივრცე,  როგორც ბავშვების სკვერი. მე ვამაყობ, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება. ვიცი, მისი ოჯახის წევრები აქ არიან და მინდა, მოვისმინო მათი ფიქრები იმასთან დაკავშირებით, თუ რა განხორციელდა აქ. ჩემთვის ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან ეს არის უნიკალური სკვერი. ამავდროულად ეს არის განუყოფელი ნაწილი ევროკავშირის იმ საქმიანობისა, რომელსაც  ახორციელებს საქართველოში და კერძოდ, თბილისში, რათა თბილისი გახდეს უფრო მწვანე ქალაქი. ეს ასევე არის სხვა საქმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გამწვანებას, უკეთესი, უფრო სუფთა ჰაერის შექმნას, ენერგოეფექტურობას, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს, წარმოაჩინოს თავისი სრული სილამაზე და იყოს ჯანსაღი ადგილი თავისი მოქალაქეებისათვის.

მესმის ამ სკვერის გახსნის სიმბოლიზმი 13 ივნისს. მე არ ვიყავი მაშინ საქართველოში, 2015 წელს. ვიცი ის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ამ ტერიტორიას. ასევე, ვიცი, ის უპრეცედენტო სოლიდარობა, რომელიც გამოამჟღავნეს ქართველებმა იმ დღეების განმავლობაში, ახალგაზრდა ქართველებმა, რომელთა ნაწილიც დღეს ჩვენთან ერთად აქ იმყოფება. მათ შორის არიან ის ბავშვები, რომლებზეც ფიქრობდა ნოდარ დუმბაძე, როდესაც ჩამოაყალიბა „მზიურის“ იდეა. ეს მემკვიდრეობა გაგრძელდება უფრო მწვანე, უფრო ჯანსაღი და უფრო ბედნიერი ახალი თაობისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი