POLITICO: ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ერთი რამ აქვთ საერთო - მათი იდეები არ ხორციელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 02 ოქტომბერი 2025, 19:43
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ერთი რამ აქვთ საერთო - მათი იდეები არ ხორციელდება, - წერს გამოცემა POLITICO.

„ეს აშკარა გახდა ევროკავშირის ლიდერების სამიტამდეც კი, რომელიც კოპენჰაგენში დაგეგმილ დროზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები იყენებდნენ ამ პლატფორმას იმის ხაზგასასმელად, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად ვერ მივიდნენ დიდ კონსენსუსამდე იმაზე, თუ კონკრეტულად რა უნდა იყოს ეს“, - ნათქვამია სტატიაში.

„როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას წინადადებებმა ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია: ფონ დერ ლაიენის წინადადებებს ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და იტალია, რომლებიც ბუნებრივად ფრთხილობენ ევროკომისიის უფლებამოსილების გადამეტების მიმართ; ხოლო კოშტას წინადადებას - უნგრეთი. ამან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ, საბოლოო ჯამში, ბლოკის 27 წევრი ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს ძალაუფლებას“, - აღნიშნულია სტატიაში.

ფონ დერ ლაიენი კოპენჰაგენში აქტიურად ცდილობდა მხარდაჭერის მოპოვებას „დრონების კედლის“ შესაქმნელად, რომელიც აღმოაჩენდა და ჩამოაგდებდა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მფრინავ დრონებს. მაგრამ ეს კონცეფცია, როგორც ასეთი, ყველაზე დიდმა ქვეყნებმა უარყვეს.

„ვფრთხილობ“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ „[ყველაფერი] ცოტა უფრო დახვეწილი უნდა იყოს“. სამი ოფიციალური პირის თქმით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თავისი წინააღმდეგობა სამიტის დარბაზშიც გამოხატა. მოსალოდნელია, რომ დრონების საწინააღმდეგო იდეა რაღაც სხვა ფორმად გარდაიქმნება, დიდი ალბათობით, განსხვავებული სახელით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ურდა ეს სამიტი გამოეყენებინა იმისთვის, რომ მიეღწია შეთანხმებისთვის გაუქმებულიყო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გამარტივებულიყო უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი.

მაგრამ ამ იდეამაც ვერ ჰპოვა დიდი მხარდაჭერა. სამი დიპლომატის თქმით, რომლებიც ესწრებოდნენ კოპენჰაგენში გამართულ დისკუსიებს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამიტის დარბაზშივე უარყო ეს იდეა. მათი თქმით, არ არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ხმის მიცემის წესები უახლოეს მომავალში შეიცვლება.

ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა გააგრძელონ მუშაობა იმის ძიებაზე, თუ როგორ გამოიყენონ უკრაინის დასაფინანსებლად €140 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული აქტივები.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
არქივი