ცესკოს პრესსპიკერი: მე მინდა დავამშვიდო ამომრჩევლები, ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ორ ბიულეტენს ვერ მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 04 ოქტომბერი 2025, 11:27

რაც შეეხება ორი ბიულეტენის გაცემას, მე მინდა დავამშვიდო ამომრჩევლები, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ორ ბიულეტენს ვერ მიიღებს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

საკითხზე მან ცესკო-ში კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა.

„შესაძლებელია იყოს გადაცდომა, 2 ბიულეტენი იყოს გაცემული, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით, დაიწერება ახსნა-განმარტებები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ფიზიკურად ხმის მთვლელ აპარატს არ აქვს შესაძლებლობა ერთზე მეტი ბიულეტენი მიიღოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი