დავით ჩიხელიძე: ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო - ვეღარავინ დაიბანს ხელს, მათ ერთად დაგეგმეს, ერთად იმოქმედეს და ერთად აგებენ პასუხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 05 ოქტომბერი 2025, 14:06

როგორც ყოველთვის, ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო. მორიგი სქემის ჩავარდნამ, ოპოზიციაში ახალი მესიჯები გააჩინა - ზოგი ამბობს, ჩვენ დამხობის გეგმის ნაწილი არ ვყოფილვართო, ზოგი კი ცდილობს თავი დაიჭიროს ისე, თითქოს, საერთოდ არ იცოდა, რა მზადდებოდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთად მოქმედებდნენ და ხელისუფლების დამხობის სცენარში ყველას ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვეღარავინ გაექცევა.

„როგორც ყოველთვის, ოპოზიციაში მორიგი კრახის შემდეგ, პასუხისმგებლობისგან გაქცევა დაიწყო. მორიგი სქემის ჩავარდნამ, ოპოზიციაში ახალი მესიჯები გააჩინა - ზოგი ამბობს, ჩვენ დამხობის გეგმის ნაწილი არ ვყოფილვართო, ზოგი კი ცდილობს თავი დაიჭიროს ისე, თითქოს, საერთოდ არ იცოდა, რა მზადდებოდა. აღნიშნული სასაცილო და ამავდროულად სატირალია — ისინი, ვინც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ახლა საკუთარ მარცხს ერთმანეთს აბრალებენ!

საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ პროცესში ერთიანად იყვნენ ჩართულები — „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“ და მათი სხვადასხვა სატელიტური ჯგუფები. ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა იმ სცენარში, რომელსაც ერთი მიზანი ჰქონდა — ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების დამხობა. დღეს კი, როცა ეს გეგმა მოიშალა და მოქალაქეებმა მათ მორიგ დესტრუქციულ პროექტს ზურგი შეაქციეს, ოპოზიციამ დაიწყო კლასიკური თავის მართლება: „ჩვენ იქ არ ვიყავით“, „ჩვენ სხვანაირად ვფიქრობდით“, „ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა“...

აღნიშნული მიდგომა აღარ მუშაობს, საზოგადოებამ ყველაფერი ნახა — როგორ მოქმედებდნენ შეთანხმებულად, როგორ იმეორებდნენ ერთსა და იმავე მესიჯებს, როგორ ცდილობდნენ უცხოელი პარტნიორების გავლით ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნას. ახლა ვეღარავინ დაიბანს ხელებს. პასუხისმგებლობა საერთო და განუყოფელია — მათ ერთად დაგეგმეს, ერთად იმოქმედეს და ერთად აგებენ პასუხს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი