თბილისის მერიის განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 05 ოქტომბერი 2025, 14:37
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად, მუნიციპალური ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. 

სამწუხაროდ, ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს.

ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული. 

როგორც იცით, დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო  მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ. სხვადასხვა ინფრასტრუქტურა - საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო, დიდწილად დაზიანებულია. აქედან ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა.

ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგთან იყო დამონტაჟებული, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა, რომელიც პარკინგის თავზე ორბელიანის ქუჩის მხარეს იყო მოწყობილი.

რაც შეეხება „კონკას“, რომელიც გამორჩეულად უყვართ თბილისელებს და ქალაქის ვიზიტორებს, მას დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ მუშაობა  დაიწყო მყისიერად, როგორც კი ადგილზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. შედეგად, გატანილია დამწვარი და დაზიანებული მასალა, ტერიტორია მოირეცხა და მოწესრიგდა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების თანამშრომლები მუშაობენ ადგილზე, რომ ყველაფერი აღდგეს და პირვანდელი სახე დაიბრუნოს.

https://www.youtube.com/watch?v=COsoq3ZQbGE
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
რომის პაპი - დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით
„რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზა“ მუშაობა შეწყვიტა
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით, ზაფხულის სეზონზე რეისები გააუქმონ ან ერთი მიმართულების რეისები გააერთიანონ
არქივი