დავით ქართველიშვილი: სუს-ი ამბობს, რომ გეგმა ჩავარდა, რადგან აქციამდე დავაკავეთ პირები, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, იარაღი უნდა მიეტანათ აქციაზე, ცხადია, ეს ამბავი გია ბარამიძემ მაყურებელს დაუმალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 06 ოქტომბერი 2025, 13:11

გია ბარამიძის გუშინდელი ეთერი ვნახე და განსაკუთრებით ამ მონაკვეთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არც თუ ისე დამაჯერებლად, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობს გააბიაბრუოს სუს-ის გუშინდელი სპეცოპერაცია და ამოღებული იარაღის არსენალი. მით უმეტეს სასაცილოდ მიიჩნევს ამ თემას ხელისუფლების დამხობის მიზნით ჩატარებულ აქციასთან და ამბობს - „თუ ეს იარაღი 4 ოქტომბრისთვის იყო განკუთვნილი, იქნებოდა რუსთაველზე და არა ტყეში“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომელმაც სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია და ამოღებული იარაღის არსენალი ეჭვქვეშ დააყენა.

ქართველიშვილი აღნიშნავს, გია ბარამიძე გამოცდილი კაცია, განსაკუთრებით პოლიტიკურ და სამართლებრივ მამაძაღლობებში, მაგრამ ავიწყდება, რომ ქართველ ხალხს განსჯის და ანალიზის უნარი გაგვაჩნია.

„გია ბარამიძის გუშინდელი ეთერი ვნახე და განსაკუთრებით ამ მონაკვეთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არც თუ ისე დამაჯერებლად, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობს გააბიაბუროს სუს-ის გუშინდელი სპეცოპერაცია და ამოღებული იარაღის არსენალი. მით უმეტეს სასაცილოდ მიიჩნევს ამ თემას ხელისუფლების დამხობის მიზნით ჩატარებულ აქციასთან და ამბობს - „თუ ეს იარაღი 4 ოქტომბრისთვის იყო განკუთვნილი, იქნებოდა რუსთაველზე და არა ტყეში“.

გია ბარამიძე გამოცდილი კაცია, განსაკუთრებით პოლიტიკურ და სამართლებრივ მამაძაღლობებში, მაგრამ ავიწყდება, რომ ქართველ ხალხს განსჯის და ანალიზის უნარი გაგვაჩნია. სუს-ის ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის მოადგილემ თქვა საკვანძო ფრაზა - ჩვენ გავანეიტრალეთ ის პირები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ საბრძოლო მასალის აქციისთვის მომსახურება, გამოყენებაო. ანუ რა გამოდის, სუს-ი ამბობს, რომ გეგმა ჩავარდა, რადგან აქციამდე დავაკავეთ პირები, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, იარაღი უნდა მიეტანათ აქციაზე. ცხადია, ეს ამბავი გია ბარამიძემ მაყურებელს დაუმალა.

რამდენიმე საათით უკან რომ გადავახვიოთ, შს სამინისტროსგან ვიგებთ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რუსლან შამახია დააკავეს, რომელიც ყოფილი „კუდელი“ და ძმები ახალაიების აბსოლუტური ნდობით აღჭურვილი პირია. კვანძი აქ ლოგიკურად იკვრება. გამოდის რომ არსებობს იარაღის მარაგი, არსებობს პირი, რომელმაც ამ იარაღის აქციაზე მიტანა უნდა უზრუნველყოს, თუმცა შამახიას აკავებენ და ყველანაირი დესტრუქციული გეგმა იშლება. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ბოლოს და ბოლოს ელემენტარული ტვინის ამუშავებაა საჭირო ფაქტების და მოვლენების ურთიერთკავშირის შედეგის ამოსაცნობად. მამუკა მდინარაძე ვერ გამოვა და ვერ მოჰყვება, როგორ და ვისგან მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, როგორ დაურეკა შს მინისტრს, როგორ დაგეგმა სპეცოპერაცია და როგორ ჩაშალა დიდი უბედურება. ამას ჩვენ თავად უნდა მივხვდეთ და ნაცბარამიძეს თავი არ უნდა მოვატყუებინოთ“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი