გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 12 ნოემბერი 2025, 17:09
გიორგი გამსახურდია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გზაზე, უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე, X-ზე ეხმიანება. 

მისი თქმით, ელჩის განცხადება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და მიუხედავად იმისა, რომ ჰერჩინსკიმ კარგად იცის, სიცრუეს ტირაჟირებს, მაინც ბრიუსელის ცალკეული პოლიტიკური და ლიბერალური წრეებიდან მიღებულ დავალებას ახმოვანებს. 

„ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, ქართულ საზოგადოებაზე და მთლიანად სამყაროზე. ძალიან კარგად იცის ბატონმა ელჩმა, რომ სიცრუეს ტირაჟირებს, მაგრამ რა დავალებაც აქვს ბრიუსელის ცალკეული პოლიტიკური, ლიბერალური წრეებიდან, იმას ახმოვანებს. გავმართოთ საჯარო დისკუსია და მიიღოს ელჩმა ჰერჩინსკიმაც მონაწილეობა, თუ რა პარამეტრებით გვისწრებენ მოლდოვა და უკრაინა წინ, მაგრამ არ მგონია ამ ყველაფერზე თანხმობა მისცენ ბატონ ელჩს დამკვეთებმა.“ - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი