რაც თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნა, ნახავთ, რომ წყალწყალა, ცრუ ნარატივებით სავსე დოკუმენტია მტკიცებულებების გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 02 დეკემბერი 2025, 15:21

რაც [თინა ხიდაშელმა] სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნა, ნახავთ, რომ იქნება წყალწყალა, ცრუპენტელური ნარატივებით სავსე დოკუმენტი და არავითარი მტკიცებულება, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

„ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამის მტკიცება უკვე საჭირო აღარც არის. რაც სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნა, ნახავთ, რომ იქნება წყალწყალა, ცრუპენტელური ნარატივებით სავსე დოკუმენტი და არავითარი მტკიცებულება. ისიც ინებებს ალბათ თავის დროზე კეთილს და აუხსნის ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებასაც და ამერიკელებსაც, რას ეყრდნობა, როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
არქივი