კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: ძალადობრივი აქციების მონაწილეა. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 02 დეკემბერი 2025, 18:10
უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი, რომელსაც სუს-ში მისვლა ეშინია, არის რადიკალური, ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პედიატრ, კონსტანტინე ჩახუნაშვილზე საუბრისას, რომელიც BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით სუს-ში დაიბარეს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, BBC-ის სტატიის ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივადაც იმოქმედებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ BBC-ი უკვე რამდენჯერმე არის მხილებული ცილისწამებაში.

„ვნახეთ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი. როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა ყველამ სიმხდალე გამოიჩინა და დაიწყო გადათქმა თავისი კომენტარებისა და ჩვენების. უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პედიატრასაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს. როდესაც ადამიანებს ჩააგდებ ასეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ და მერე მიატოვეებენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუსში დაიბარეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
არქივი