არ აწყობთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე მდგარი და საკუთარ მოვალეობებს კარგად ართმევს თავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 02 დეკემბერი 2025, 19:59

ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად აანალიზებს ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია იმ თვალსაზრისით, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების „გაშავება“. ამას ემსახურება ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ამ დრომდე არ გამოხმაურება ALDE, რომლის წევრიც არის „ლელო“.

პრეზიდენტის განცხადებით, „გაშავების“ ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდებს მიმართეს და ვერც ერთმა მეთოდმა ვერ გაამართლა.

„მიმართეს ასეთ მეთოდებს - „რუსული ხელისუფლება“, რაზეც ფაქტი ვერ დადეს. „გაყალბებული არჩევნები“ - ფაქტი ვერ დადეს. ვერ ერთი მათი დაკვეთილი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, სამართლებრივადაც, ვერ დამტკიცდა და საქართველოს ხელისუფლება ყველასთან იყო მართალი. დღეს აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ვერ ერევიან. არ აწყობთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე მდგარი და საკუთარ მოვალეობებს კარგად ართმევს თავს. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი შემდგომი ეტაპი იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების გაშავება”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი განცხადებით, BBC-ის სტატიის მთავარი მიზანი იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში გაავრცელონ დეზინფორმაცია, თითქოს, როგორ მოექცა საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს.

„კარგად გააანალიზოს ჩვენმა საზოგადოებამ. ჩვენ ყველას გავცემთ სათანადო პასუხს, ძალიან ძლიერები ვართ. მე მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ დაიხიოს უკან, აღარ არის ამის დრო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა BBC-სთვის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მიწოდებულ არასწორ ინფორმაციაზე, ასევე თინა ხიდაშელის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლება და ინსტიტუტები უფრო მკაცრი უნდა იყოს საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ.

„გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ეს გამოძიების საგანია და ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. რამდენნი იყვნენ ამ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, როგორ ამუნათებდნენ საკუთარ ქვეყანას, თითქოს აქ რაღაც შავი ხვრელები იყო, რომ ჩვენი საშუალებით რაღაც მიეწოდებოდა ჩრდილოელ მეზობელს. შემდეგ ევროკავშირის, ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ჩამოსული იყვნენ, ეს ყველაფერი უარყვეს და პირიქით, შეაქეს საქართველოს სახელმწიფო, რომ ძალიან გამჭვირვალედ მუშაობდა ამ პროცესში.

როცა ეს ადამიანები საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ სახელმწიფოს ასე ადანაშაულებენ სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ტელევიზიებით, აუცილებელია, რომ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომ არ ჰქონდეთ უფლება, ასეთი დეზინფორმაციით იმოქმედონ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეუყვანონ საერთაშორისო საზოგადოება მოარული ხმებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
არქივი