მიხეილ ყაველაშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში: მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 03 დეკემბერი 2025, 11:29

„ქართული ოცნების“ მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ყველა მნიშვნელოვან შეკრებაზე, ევროკავშირის დროშები უხვად იყო წარმოდგენილი და ეს წლების განმავლობაში მუდმივად ასე ხდებოდა.

„სამწუხაროდ, როგორც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მხარდაჭერა დღეს უფრო ნაკლებია. დავფიქრდეთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 60 პროცენტი - „ქართული ოცნებას“, რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში გაწევრიანებას, ისე „ქართული ოცნებას“. მაშინ, რა განსხვავებაა ამ ორ ფაქტს შორის?“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში
ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა
არქივი