საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 03 დეკემბერი 2025, 11:39

დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები, 27 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური ნაძვის ხეც 12 დეკემბერს აინთება.

„12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების პარალელურად, მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება საახალწლო ილუმინაციები, სპეციალურად დღესასწაულისთვის მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი კი სწორედ 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ ტრადიციულად ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის საახალწლო იერსახის შექმნაზე, როგორც „საახალწლო სოფელში“, ისე ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და პარკებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში
ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა
არქივი