სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში ალეკო ელისაშვილი მოინახულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 04 დეკემბერი 2025, 16:39

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 

„საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო. ამასთან, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოინახულა ახლად გახსნილი ხის საამქრო, გაეცნო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამებს, დაათვალიერა პირადი სივრცეები და შეხვდა და გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ალეკო ელისაშვილს ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. წარდგენილი ბრალი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
არქივი