მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 04 დეკემბერი 2025, 19:45

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შორის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
არქივი