თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას გაწეული ძალისხმევისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 04 დეკემბერი 2025, 19:46

ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისთვის.

ამასთან, დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა.

„ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიურ დინამიკას. აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.

ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს  და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.

თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტიანი თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
არქივი