დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი - „დიფ სთეითმა“ ჩემი განადგურება სცადა, თუმცა მე დავბრუნდი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 04 დეკემბერი 2025, 20:25

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი „იუთუბზე“ საკუთარ შოუს იწყებს.

ტრასის თქმით, მას სურს, ეს გადაცემა „კონტრრევოლუციის“ სახლი გახდეს.

„ლიზ ტრასის შოუს“ პირველი ეპიზოდი პარასკევს გავა. როგორც ანონსშია აღნიშნული, ეს იქნება თამამი ახალი გადაცემა მედიასივრცეში, სადაც დომინირებს ჯგუფური აზროვნება და ფრთხილი კონსენსუსი.

„დიფ სთეითმა“ ჩემი განადგურება სცადა, თუმცა მე დავბრუნდი და მოხარული ვარ, დავიწყო ეს შოუ“,  – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტს ყველაზე მოკლე ვადით იკავებდა. მან თანამდებობაზე მხოლოდ 49 დღე გაატარა და წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმის გამო გადადგა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ლიზ ტრასმა დაწერა მემუარები, რომელშიც ეკონომიკურ პრობლემებში ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი დაადანაშაულა.

ლიზ ტრასი გადაცემას ამერიკელი ჟურნალისტის, ჯონ სოლომონის ქსელთან, Just the News-თან თანამშრომლობით შექმნის. ეპიზოდები ყოველკვირეული იქნება და ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო და აუდიოპლატფორმებზე – YouTube, Rumble და Spotify.

„ადამიანები ბრიტანეთში, ამერიკაში და მთელ თავისუფალ მსოფლიოში დაიღალნენ, ზემოდან ელაპარაკებიან. ისინი დაიღალნენ ექსპერტებისგან, რომლებიც ყველაფერს არასწორად იგებენ, დაიღალნენ ელიტებისგან, რომლებსაც არ სურთ მოსმენა და სუსტი ლიდერებისგან, რომლებიც არ იცავენ დასავლურ ღირებულებებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
არქივი