დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 04 დეკემბერი 2025, 23:01

პირველ დეკემბერს დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა. ინფორმაციას  ამის შესახებ ირლანდიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრონების თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან  თვითმფრინავი აეროპორტში დაგეგმილზე რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა.

მომხდარზე  ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს, რომ დრონები დუბლინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გაუშვეს.

როგორც მედია წერს, ჯერ კიდევ უცნობია, ვინ გაუშვა ისინი და სად იმყოფება ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატები.

„ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს, რომ დუბლინის აეროპორტში განთავსებული დრონები დიდი, უკიდურესად ძვირადღირებული და სამხედრო დანიშნულების იყო და ინციდენტი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ჰიბრიდული თავდასხმა“, – ნათქვამია პოლიციის ანგარიშში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ
არქივი