არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 04 დეკემბერი 2025, 23:02

არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს. არ ვიცი ცალკეული საჯარო მოხელეების მიმართ რა გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს. აქამდეც ვიხილეთ სანქციები და რა შეიცვალა ამით?!- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა რას ფიქრობს კაია კალასის განცხადებაზე, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიის უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები და ხომ არ შეიძლება ამ განცხადებებმა გავლენა მოახდინოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე.

„ყველაფერი ამის უკან მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტია. ეს არ არის განცხადებები, რომელიც რეალურ სურათს არ ეფუძნება. ეჭვი მეპარება, რომ ვიზალიბერალიზაციის თემას შეეხოს ეს განცხადებები. არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს. არ ვიცი ცალკეული საჯარო მოხელეების მიმართ რა გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს. აქამდეც ვიხილეთ სანქციები და რა შეიცვალა ამით?! ყველა მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან, რომელსაც ხელისუფლება იღებს, არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი“, - აღნიშნა კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ
არქივი