ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 04 დეკემბერი 2025, 23:59

ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საერთაშორისო გამოხმაურებების შეფასებისას.

კახიანი არ გამორიცხავს, რომ ფილმში გაჟღერებული ბრალდებები ევრობიუროკრატებმა საქართველოს წინააღმდეგ მანიპულირების საშუალებად გამოიყენონ.

„დეკემბერში ევროკომისიის გარკვეულ გადაწყვეტილებებს ველოდებით. ეს თემა შეიძლება გახდეს გარკვეული ბიუროკრატების ხელში მანიპულირების საშუალება. სათავისოდ ამას ეს ძალები აუცილებლად გამოიყენებენ. თუმცა, იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, ყველა ერიდება, პირდაპირ თითქოს არავინ ახსენებს [პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებას], თვითონაც არ სჯერათ, რასაც ამბობენ, მაგრამ იყენებენ, როგორც მანიპულაციას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ
არქივი