უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 05 დეკემბერი 2025, 00:00

უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყოს მათ ქმედებებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რას დაეყრდნო BBC-ი თავის სტატიაში, რომელ კვლევას, როდესაც მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ კვლევა საერთოდ არ ჩაუტარებიათ ამ ნივთიერებაზე.

„რასაც დაეყრდნო BBC-ის სიუჟეტი, ეს იყო კონსტანტინე ჩახუნაშვილის ინტერვიუ, მის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელზეც შემდგომ თქვა, რომ კამიტი არ მიხსენებიაო. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა დღეს, რომ სამედიცინო კვლევაც არ იყოო. სიუჟეტი რეალურად არაფერს ეფუძნება. უკან იმიტომ დაიხიეს ამ პირებმა, ვის ჩვენებებსაც დაეყრდნო კონკრეტული სიუჟეტი, რადგან დაინახეს, რომ დანაშაულის ნიშნებიც შეიძლება იყოს მათ ქმედებებში. როდესაც ასე ხმამაღლა საუბრობ დეზინფორმაციაზე ქვეყნის საზიანოდ ისეთ არხზე, როგორიც არის BBC-ი, ბუნებრივია ამან შეიძლება ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანოს. ის, რომ კონკრეტულ ნივთიერებას არ ასახელებ, არაფერს ნიშნავს, რადგან შენი მინიშნებები საკმარისია, რომ იქით წაიყვანო საქმე, რომ აკრძალულ ნივთიერებაზე იყოს საუბარი“, - აღნიშნა კახიანმა.

BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა შეცვალეს. მათი თქმით, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხი საერთოდ არ უკვლევიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების კითხვებს იმ ადამიანებმა უპასუხეს, რომელთა ინფორმაციას და კვლევას BBC დაეყრდნო.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზუსტად იგივე კამპანია მიმდინარეობს, რაც იყო სააკაშვილის ვითომ მოწამვლის კამპანია, ზუსტად ისევე დასრულდება ეს, როგორც სააკაშვილის კამპანია
არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით რაიმე სანქცია განხორციელდეს
დუბლინის აეროპორტში დაშვების დროს ოთხმა ამოუცნობმა სამხედრო დრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავზე თავდასხმა სცადა
როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ
არქივი