სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 05 დეკემბერი 2025, 20:37

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.

კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საპატიმროში ივლისის თვიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„[სასამართლომ] დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილში, სადაც სასჯელის ზომად განუსაზღვრეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის ვადა დაიწყო 27 ივლისიდან, ხუთი თვე მოხდილია უკვე და სადღაც ორი თვის ვადაში დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. საკუთრების მფლობელობის დარღვევაში და ნივთის დაზიანებაში ცნო უდანაშაულოდ. [დაეკისრა სასარგებლო შრომა] დაეკისრა, მაგრამ ყველაზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ყველაზე მცირე სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ადვოკატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი