The Telegraph: ევროპა უკრაინას ღალატობს, თავს იკატუნებს რა, რომ მას გამარჯვება ჯერ კიდევ შეუძლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 10 დეკემბერი 2025, 13:26

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე უკანასკნელი ცნობები დეჟავიუს განცდას იწვევს.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა გასულ კვირას მოსკოვში თითქმის ხუთი საათის განმავლობაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ამერიკელებმა რამდენიმე ოპტიმისტური განცხადება გააკეთეს, მაგრამ რეალურ პროგრესს ვერ მიაღწიეს.

უქმეებზე მათვე მოლაპარაკებები გამართეს მაიამიში უკრაინულ დელეგაციასთან და კვლავ პროგრესის შესახებ განაცხადეს.

პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის საპირწონე ევროპას მიმართავს და იმედი აქვს, რომ ის ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს ამერიკულ მხარეს, რათა ვაშინგტონმა პოზიცია შეცვალოს.

ზელენსკის უკანასკნელი შეხვედრამ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ჩვეულ კარგ ატმოსფეროში ჩაიარა. მან ლონდონი დატოვა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპელი ლიდერები მყარად უჭერენ მხარს უკრაინას.

ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე გამგზავრებამდე ზელენსკიმ ტერიტორიულ კომპრომისებზე წასვლა კატეგორიულად უარყო. „ჩვენი კანონების, საერთაშორისო სამართლის და მორალის თანახმად, ჩვენ არაფრის დათმობის უფლება არ გვაქვს. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა, ზელენსკის ამ განცხადებამ ტრამპი განარისხა. Politico-თან ინტერვიუში მან ევროპას „გადაშენების პირას მყოფი“, ხოლო მის ლიდერებს “სუსტი“ უწოდა და უკრაინა არჩევნების არჩატარების გამო კვლავ გააკრიტიკა.

The Telegraph-ის ცნობით, როგორც ჩანს, ზელენსკი ტრამპს კვლავ აღიზიანებს. მან უქმეებზე უკრაინის ლიდერი დაადანაშაულა იმაში, რომ მას სამშვიდობო შეთანხმების ამერიკული გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს.

საბოლოო ჯამში, როგორც სტატიის ავტორი წერს, მთავარი მოთამაშეების პოზიციები არ შეცვლილა. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს იხილოს უკრაინის დამარცხება აღმოსავლეთით. მისი თქმით, კიევს შეუძლია საკუთარი ნებით დათმოს ტერიტორიები, ან ამას რუსეთი ძალით იზამს. ზელენსკი კვლავ უარყოფს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას. პუტინსა და ზელენსკის შორის არის ტრამპი, რომელსაც ზელენსკიზე ზეწოლის გაძლიერებასა და რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

The Telegraph-ის ცნობით, უკრაინის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერებმაც კი უნდა აღიარონ, რომ ომი კრიტიკულ ზღვარზეა და კიევისთვის სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოდ ვითარდება. რუსული არმია ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად წინ მიიწევს. ისინი უკრაინის სარკინიგზო ქალაქ პოკროვსკს აკონტროლებენ. უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, პუტინი საკუთარ მიზნებს აღწევს. ის იმ რუსებს, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ, ფულს უხდის. ბევრი ახალგაზრდა რუსი მიდის ომში, რათა ნასამართლობა მოიხსნას და ვალები დაფაროს.

ევროპელი ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მისაღებია მხოლოდ „სამართლიანი მშვიდობა“. თეორიაში ეს კარგად ჟღერს. მაგრამ, სტატიის ავტორი სვამს კითხვას: „შესაძლებელია თუ არა ე.წ. „სამართლიანი მშვიდობა“ თითქმის ოთხი წლის, ასობით ათასი გარდაცვლილისა და ასეულობით მილიარდი დოლარის ეკონომიკური შესაძლებლობების განიავების შემდეგ?“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში
ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა
არქივი