მარკ რუტე - ევროპა უნდა მოემზადოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 11 დეკემბერი 2025, 19:11

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოუწოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს, გააკეთონ მეტი, რათა მასშტაბური ომისთვის მოემზადონ. მისვე თქმით, 5-წლიან პერიოდში რუსეთი, შეიძლება, მზად იყოს ნატო-ზე თავდასხმისთვის.

„რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ისეთი ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანეს“, – განაცხადა რუტემ.

მისვე განცხადებით, მართალია, ალიანსის წევრებმა სამხედრო ხარჯები გაზარდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„ახლა საკუთარი თავისთვის მილოცვის დრო არ არის. ვშიშობ, ბევრი ადამიანი ჩუმად თვითკმაყოფილია, ბევრი ვერ გრძნობს გადაუდებელი მოქმედების საჭიროებას, ბევრი ფიქრობს, რომ დრო ჩვენს მხარესაა. ეს ასე არ არის. მოქმედების დრო ახლაა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც რუტე აღნიშნავს, პუტინმა უკვე დაადასტურა ნება, გაწიროს მილიონობით მოქალაქის სიცოცხლე.

„პუტინი საკუთარი სიამაყის ფასს თავისი ხალხის სისხლით იხდის. თუ ის მზადაა, ასე გაწიროს ჩვეულებრივი რუსები, მაშინ ჩვენთვის გასაკეთებლად რისთვის იქნება მზად?“ – აღნიშნავს რუტე.

ნატო-ს გენერლური მდივნის თქმით, ჩინეთის გარეშე რუსეთი უკრაინაში ომს ვერ გააგრძელებდა.

„ჩინეთი რუსეთის მაშველი რგოლია. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ გააგრძელებდა ომს. რუსულ უპილოტოებში და სხვა სისტემებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული კომპონენტების 80 პროცენტი ჩინეთშია წარმოებული. როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები კვდებიან კიევში ან ხარკოვში, ჩინური ტექნოლოგიები არის იმ იარაღში, რომლითაც მათ კლავენ“, – განაცხადა რუტემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში
ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა
არქივი