მთელს ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები სრული სვლით მიმდინარეობს, რასაც აძლიერებს ევროკავშირი - თავისუფლების მოწინააღმდეგეთა „სიკვდილის ვარსკვლავი“, - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, Youtube-ზე საკუთარი შოუს მეორე ეპიზოდში.
ყოფილი პრემიერი ევროკავშირს „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთ უძლიერეს იარაღს - სიკვდილის ვარსკვლავს ადარებს და აცხადებს, რომ „ვოუქ“ ევროპელებს ახალისებენ საერთაშორისო მოკავშირეები და ამერიკელი „დემოკრატი ბიძაშვილები“, თუმცა, დასავლურ სამყაროში, ბრიტანეთი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით მაინც გამორჩეულია. ტრასის თქმით, ბრიტანეთში უკვე მიიჩნევა, რომ რასისტობა უფრო ცუდია, ვიდრე ვინმეს გაუპატიურება.
„ამ „ვოუქ“ იდეოლოგიის ევროპელებს ახალისებენ და ხელს უწყობენ მათი საერთაშორისო მოკავშირეები და მათი ამერიკელი დემოკრატი ბიძაშვილები, როგორიცაა ჰილარი კლინტონი. თუმცა, მრცხვენია თქმა, მაგრამ ამ ბოროტმოქმედების გალერეაში, სწორედ ბრიტანეთს აქვს დასავლურ სამყაროში სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეზღუდვა. ახლა ჩვენ საერთაშორისო შეშფოთებისა და თანაგრძნობის საგანი გავხდით, რადგან უცხოელები ეშინიათ ჩვენს ნაპირებზე ფეხის დადგმა შესაძლო დაპატიმრების გამო.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქურდობასა და გაუპატიურებასთან ბრძოლა. ბრიტანეთში ითვლება, რომ უარესია იყო რასისტი, ვიდრე ვინმე გააუპატიურო“, - განაცხადა ტრასმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |