იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 14 დეკემბერი 2025, 17:39

იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.

„დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება. ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლათს მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ქვეყანას. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველოს საპატრიარქოს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში შრომობდით ამ ნომინაციის მოსამზადებლად. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მინისტრებს, სამი სამინისტროს ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. ეს აღიარება უპირველესად არის ამ ადამიანების, თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურით, მსოფლიო ცივილიზაციის გამორჩეული ნაწილია,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტილად აცხადებს და იმუქრება, რომ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც მის გავლას შეეცდება
"ლიბერთი ბანკი" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მიხეილ სარჯველაძე: თითქოს, განკურნებული ნარკომანი არ არსებობს, ასეთი რამ ტყუილია. საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები - ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
არქივი