ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს სიდნეიში თავდასხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 14 დეკემბერი 2025, 17:54

ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს სიდნეიში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც, თერთმეტი ადამიანი დაიღუპა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის ავსტრალიისა და ებრაული თემის გვერდით იდგება“, – წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თანაგრძნობა გამოხატა მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.

„ევროპა ავსტრალიისა და ებრაული თემების გვერდით დგას მთელ მსოფლიოში. ჩვენ გაერთიანებული ვართ ძალადობის, ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.

ამასთან, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეფასებით, ეს არის თავდასხმა საერთო ღირებულებებზე.

„ანტისემიტიზმი უნდა აღვკვეთოთ აქ, გერმანიასა და მთელ მსოფლიოში“, – წერს ფრიდრიხ მერცი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი თანაგრძნობას უცხადებს დაჭრილებსა და დაღუპულთა ახლობლებს.

„ჩვენ ვიზიარებთ ავსტრალიელი ხალხის ტკივილს და განვაგრძობთ ბრძოლას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, რომელიც ყველას აზიანებს“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის, სიდნეიში, სანაპიროზე სროლის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, არიან დაშავებულები. პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სანაპიროზე ხანუკას დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სროლის შედეგად, სულ მცირე, 29 ადამიანი დაშავდა, აქედან ორი პოლიციელია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტილად აცხადებს და იმუქრება, რომ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც მის გავლას შეეცდება
"ლიბერთი ბანკი" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მიხეილ სარჯველაძე: თითქოს, განკურნებული ნარკომანი არ არსებობს, ასეთი რამ ტყუილია. საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები - ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
არქივი