84
21 იანვარი 2026, 01:05
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის ერთი წელიწადი შეაჯამა და თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებაზე.
„პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ არ სჯეროდა, თუ ამ ომს მოვაგვარებდი. მითხრა, რომ ათი წელი ცდილობდა ამ ომის მოგვარებას. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდნენ, მე კი საბოლოოდ ორივე ქვეყნის მეთაური ჩემს კაბინეტში შევახვედრე“, - აღნიშნა ტრამპმა.
„პუტინმა მითხრა, რომ ვერ იჯერებს, რომ ეს ომი მოვაგვარე, რომ ის ამ საკითხზე ათი წელი მუშაობდა, რადგან ეს მისი ტერიტორიაა“, - დასძინა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |