პოლიციამ ბაკურიანში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 22 იანვარი 2026, 10:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1995 წელს დაბადებულ გ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ც. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ჟორჟოლიანი: შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, 6 თვეში შევძელით დაახლოებით 300 მლნ ლარის დაზოგვა
მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატებია
არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება
„დიპ სტეიტის“ აგენტურამ დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა - ამ დავალების შესრულების მედროშედ ნიკა გვარამია იქცა
ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება
არქივი