ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 22 იანვარი 2026, 13:30

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) დაიწყება.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა (თბილისის დროით 17:30) დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი