15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 22 იანვარი 2026, 13:34

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

„აშშ-ის შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას“ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, 15 იანვარს, კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი