ურაბ აბაშიძე ვანდალიზმთან დაკავშირებით ქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 22 იანვარი 2026, 13:37

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ვანდალიზმთან დაკავშირებით ქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დაზიანებულია 5 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობის იერსახე, რაც მისი თქმით, მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად სერიოზული პრობლემაა ვანდალიზმი და როგორ უარყოფითად აისახება ის თბილისის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე.

„ყოველდღიურად ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. თითოეული ჩვენგანის ვალია, მომავალ თაობებს გადავცეთ ეს უდიდესი სიმდიდრე, მისი სიყვარული და პატივისცემა ვასწავლოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი