ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტისა, ილჰამ ალიევის მიერ დავოსში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ოპონენტების მიერ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენების პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს.
„ოპოზიციური მედიასაშუალებებისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კონტექსტიდან ამოგლეჯა პირველი შემთხვევა არ არის. ამას ჩვენ მიჩვეული ვართ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს ვიდეო სრულად ნახოს. ბატონი ალიევი იქ საუბრობს იმაზე, რომ ვინაიდან აღდგა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ის მარშრუტი, რომელმაც უნდა გაიაროს უფრო მოკლე გზით - სომხეთის გავლით, რა თქმა უნდა, ეს მარშრუტი ამუშავდება, მაგრამ ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში განცხადება გააკეთა, რომ „ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი”. აღნიშნულს ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |