დონალდ ტრამპმა და 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას მოაწერეს ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 22 იანვარი 2026, 15:04

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა ცერემონიაზე დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ამიერიდან „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალურად საერთაშორისო ორგანიზაციაა, რის შემდეგ „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერეს დამსწრე ქვეყნების ლიდერებმა.

ხელმოწერის ცერემონიალი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები – საუდის არაბეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, არგენტინიდან, პარაგვაიდან, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

სცენაზე ტრამპთან ერთად იმყოფებოდნენ 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის არ იყო აშშ-ის არცერთი ტრადიციული დასავლეთევროპელი მოკავშირე.

როგორც დონალდ ტრამპმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, „მშვიდობის საბჭო“ ითანამშრომლებს მრავალ სხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის გაერო-სთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი