39
22 იანვარი 2026, 16:54
სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ამწეს შეეჯახა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
შემთხვევა კარტახენაში, მურსიის რეგიონში მოხდა.
ცნობისთვის, ეს უკვე რიგით მესამე სარკინიგზო შემთხვევაა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეში ესპანეთში მოხდა. მანამდე სამხრეთ ანდალუსიის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კატალონიაში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |