ზელენსკი: ნატო არსებობს იმ რწმენის წყალობით, რომ აშშ იმოქმედებს - მაგრამ რა იქნება, თუ ასე არ მოხდება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 22 იანვარი 2026, 18:37

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის თავდაცვისუნარიანობასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალზე საუბრისას გაფრთხილებები გააჟღერა. მისი თქმით, კონტინენტს სჭირდება „ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებსაც დღეს ევროპის რეალურად დაცვა შეეძლებათ“.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული უსაფრთხოება ამჟამად მხოლოდ იმედზეა დამყარებული.

„ევროპა მხოლოდ იმ რწმენას ეყრდნობა, რომ საფრთხის შემთხვევაში ნატო იმოქმედებს. თუმცა, ალიანსი რეალურ მოქმედებაში ჯერ არავის უნახავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასვა რიტორიკული კითხვა - რა მოხდება, თუ რუსეთი პოლონეთზე ან ლიეტუვაზე მიიტანს იერიშს?

„დღეს ნატო არსებობს იმ რწმენის წყალობით, რომ აშშ იმოქმედებს, გვერდზე არ გადგება და დაგვეხმარება. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ასე არ იქნება?“ - აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი იმედოვნებს, რომ პრობლემა თავისით გაქრება. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო თავდაცვის გაძლიერება, ეს მხოლოდ აშშ-ის ბიძგით ხდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი