მაკა ბოჭორიშვილი ბრაზილიის ელჩს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 22 იანვარი 2026, 21:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კარლოს რიკარდო მარტინს სელიასთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკაზე და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

აღინიშნა, რომ ბრაზილია წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას და ლათინური ამერიკის რეგიონის სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს რეგიონში, სავაჭრო კავშირების განვითარების კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებს და თანამშრომლïობის პერსპექტივებს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ჭოტორლიშვილი: ოპოზიციის პროპაგანდისტები „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ, ტრამპმა საქართველო პუტინთან, ლუკაშენკოსთან ერთად არ დაპატიჟა რაღაც საბჭოში. რომ დაეპატიჟებინა მაშინ დააბრალებდნენ, ვისთან ერთად დაგვპატიჟაო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციის საქმეზე ბრალდებულ იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერას უცხადებს
სუსი - ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
„რითეილ ასოციაცია“, რომელიც მსხვილი ჰიპერმარკეტების მფლობელ კომპანიებს აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს
ევროპა კვლავაც უფრო გეოგრაფიად, ისტორიად და ტრადიციად აღიქმება, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ ძალად ან ზესახელმწიფოდ
არქივი