ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 23 იანვარი 2026, 01:49

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელი არ არის დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს.

„ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას და ამის ობიექტურ ინტერესს. როდესაც ფორმატებზეა საუბარი, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე, რა თქმა უნდა, დებატების ეს ფორმაც აუცილებელია, არა მარტო მიზანშეწონილია, რომ არსებობდეს, არამედ აუცილებელია, პირველ რიგში, პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან იმისათვის, რომ საზოგადოებას გააგებინონ სიმართლე და გააკეთებინონ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც, მაგალითად ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, რაც, ბუნებრივია, არანაკლებ ღირებულია თუ არა უფრო მეტად ღირებული. ვფიქრობ, რომ ეს დებატები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დისკუსია, რისთვისაც ჩვენ ასევე მზად ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა
ოპოზიცია იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება დაბალი და ამაში ხედავენ შანსს, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანა - უზრუნველვყოთ მოსახლეობის კმაყოფილება
ევროპაში არის სერიოზული უკუსვლა, ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანა გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ
მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან
არქივი