ოპოზიცია იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება დაბალი და ამაში ხედავენ შანსს, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანა - უზრუნველვყოთ მოსახლეობის კმაყოფილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 23 იანვარი 2026, 01:54

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს, ხელისუფლებას კი სრულიად სხვა ამოცანა აქვს.

„შედარება რომ მოვიყვანოთ, გახსოვთ, კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, მათ მიაჩნდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის მათთვის იყო მომგებიანი და ყველაფერს აკეთებდნენ ღიად, დაუფარავად, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ამ შემთხვევაშიც იგივეა, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება უფრო მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ ისინი შანსს. ძალიან მარტივი გათვლები აქვთ და ეს ყველაფერი უბიძგებს მათ საბოტაჟის მცდელობისკენ. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანა და ეს არის ის, რომ უზრუნველვყოთ მოსახლეობის უფრო მეტი კმაყოფილება და რა თქმა უნდა, ეს მიიღწევა ფასების შემცირებით. რა თქმა უნდა, კონფლიქტი არსებობს, ვერავინ გაამტყუნებს ბიზნესს იმაში, რომ მას მეტი მოგების მიღება უნდა, მეტი მოგება კი მიიღწევა მაღალი ფასებით. ბუნებრივია, ბიზნესი არის აქეთკენ მიმართული, მაგრამ ვფიქრობ, ინტერესების დაბალანსებაა შესაძლებელი ისე, რომ ბიზნესმა მიიღოს რაციონალური მოგება და ეს მოხდეს ფასების შემცირების პარალელურად. იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი მიიღწევა ამ პროცესის საფუძველზე,“ - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა
ევროპაში არის სერიოზული უკუსვლა, ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანა გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი
მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან
არქივი