გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ვაშაძე აცხადებს, რომ გირაოს გადაიხდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 26 იანვარი 2026, 20:42

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს დაევალა პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემა, ასევე, აეკრძალა საზღვრის კვეთა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მისთვის შეფარდებულ გირაოს გადაიხდის.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ვაშაძე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შვიდთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება 23 იანვარს დატოვა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოში მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული, აქციებზე გამოყენებული იყო საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და საშუალებები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
FGS Global-ის კვლევაზე: ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვერ შექმნა განვითარების ახალი იმპულსი. პირიქით, მათ გააძლიერეს ეკონომიკური რეგრესი
FGS Global-ის კვლევაზე: ასეთი ნეგატიური შედეგები დგება, როდესაც მმართველები არაეფექტურები არიან და მომავლის პერსპექტივას ვერ უქმნიან ამომრჩევლებს
„პოლიტიკო“ - კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს
არქივი