ლევან მაჭავარიანი „ენჯეოებზე“: თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 31 იანვარი 2026, 11:58

თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ „ენჯეო“ სექტორზე საუბრისას, რომელთა ნაწილი თანხების მისაღებად უცხოეთში რეგისტრირდება.

„რა თქმა უნდა, მათ დასამალი ძალიან ბევრი აქვთ, ისინი ჩართულები არიან პოლიტიკაში, ისინი ჩართულები არიან იმგვარად, რომ ყოველ ჯერზე ცდილობენ, მოაწყონ რაღაც რევოლუციური სცენარი; გაზარდონ პოლარიზაცია საზოგადოებაში. უფრო დააპირისპირონ, გახლიჩონ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი სამარცხვინო საქმიანობით არიან დაკავებულები, მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი ჩუმად გააკეთონ.

მათი რეიტინგი ნულს ქვემოთაა. საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, არანაირი რეპუტაცია არ გააჩნიათ, პირიქით, დაზიანებული რეპუტაციით არიან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ეკა გიგაურის ორგანიზაციის ესტონური ოფისი, ისევე როგორც ნინო ლომჯარიასი, ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული. სწორედ ამ ფორმით ცდილობენ ბიუროკრატები, კანონის გვერდის ავლით ფული მიაწოდონ მათ მიერ მართულ „ენჯეოებს“.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანმდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ
ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელის ოპერატორებთან
არქივი