39
31 იანვარი 2026, 17:19
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაკავებული რუსული ტანკერის გათავისუფლება მოუწევს.
ინფორმაცია ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გაავრცელა. მისივე თქმით, მაკრონი კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს, რათა სამომავლოდ დაკავებული რუსული ტანკერების გათავისუფლება აღარ მოხდეს.
ცნობისთვის, საფრანგეთმა ხმელთაშუა ზღვაში 22 იანვარს ნავთობის ტანკერი დააკავა, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |