ლევან მაჭავარიანი აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა. უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 31 იანვარი 2026, 21:14

ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, „როგორ დაახასიათებდით ამერიკისა და ევროკავშირის ურთიერთობას, როგორ იქცევა ამ ურთიერთობაში ერთი მხრივ ევროპა და მეორე მხრივ აშშ?“

ლევან მაჭავარიანის თქმით, უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.

„ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა. როდესაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მისი გაპრეზიდენტებიდან ერთ თუ ორ თვეში, ბატონი ჯეი დი ვენსი ჩავიდა მიუნხენში და იქ, ფაქტობრივად დემოკრატიის ლექციები ჩაუტარა ევრობიუროკრატებს. ერთი ერთში გაიმეორა ის პრეტენზიები, რა პრეტენზიებსაც „ქართული ოცნება“ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვაყენებთ ევრობიუროკრატების მიმართ. დემოკრატიის უკუსვლაზე, განსხვავებული აზრის ჩახშობაზე იყო საუბარი და ა.შ. ბატონმა ჯეი დი ვენსმა ეს ყველაფერი ჩამოთვალა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით. უკვე მაშინ ეტყობოდა ბზარი ამ ურთიერთობებს.

ფაქტობრივად, დრო მისცა ევროპას აშშ-მა, რომ გადაეხადა თავისი ამ კურსისთვის. ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე თვის წინ უკვე აშშ-მა ეს ყველაფერი თავისი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ასახა, სადაც ძალიან მძიმე ბრალდებებია ევროკავშირის, ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. აქაც, ფაქტობრივად, ერთი ერთშია გამეორებული ფრაზების და წინადადებების დონეზე „ქართული ოცნების“ პრეტენზიები ევროკავშირთან მიმართებაში, ვინაიდან ეს ყველაფერი არის სიმართლეზე, ფაქტებზე და რეალობაზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ერთმანეთთან.

აქედან უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე, ერთის მხრივ. ამ შემთხვევაში დოკუმენტში ნატო-ზეც ბევრი საკითხია გამოყოფილი. პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ ნატო აღარ აპირებს აღმოსავლეთით გაფართოებას. იქ უსაფრთხოების საკითხებზეც არის საუბარი, სადაც ევროკავშირს მოუწოდებს, რომ თავად იზრუნონ თავიანთ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ აშშ უფრო კონცენტრირებულია დასავლეთ ნახევარსფეროზე და მონროს დოქტრინის, ასე ვთქვათ, გაგრძელებაზეა საუბარი. შესაბამისად, ევროკავშირი აღმოჩნდა აშშ-ის მხრიდან იზოლაციაში.

ევროკავშირი ცდილობს, რომ დაამყაროს ურთიერთობა კვლავ, თუმცა ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად ქალბატონ კალასს, ორჯერ თუ სამჯერ ჰქონდა მცდელობა, შეხვედროდა ბატონ მარკო რუბიოს და უარი მიიღო ამ შეხვედრაზე. შესაბამისად, აშშ-ის ადმინისტრაცია არ ხვდება ევრობიუროკრატებს. თუ კონკრეტულად რომელიმე ქვეყანასთან აქვს რაიმე ტიპის საქმე, როგორც იყო ეს უნგრეთის, სლოვაკეთის შემთხვევა, თვითონ ამ ქვეყნის ლიდერებთან აქვთ კომუნიკაცია და ქვეყნების დონეზეა კომუნიკაცია დასული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო
დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპაში ხალხი გამოიღვიძებს და ეს ევრობიუროკრატები რამდენიმე წელიწადში მართვის სადავეებთან აღარ იქნებიან
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში მმართველი კლასი თავიდან ბოლომდე შეცვლილი იქნება და ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას წინ ვერაფერი აღუდგება
დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი აშენდება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილს, ამ პოლიტიკურ ლეშს, რამდენიმე უკბილო ორკის გარდა კაცი აღარ ჰყავს, იძირება, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა
არქივი