საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, 16 და 17 თებერვალს გამოიჩინონ სიფრთხილე და ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 15 თებერვალი 2026, 19:58

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 16 და 17 თებერვალს დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე. აღნიშნული 31 იანვარს მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.

„გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 16 და 17 თებერვალს, დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები“, - აცხადებენ სამსახურში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Guardian: ზელენსკი აშშ-ისგან მინიმუმ 20 წლით უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს
ბარაკ ობამა: „სოციალურ მედიაში კლოუნური შოუ მიმდინარეობს“
ევროპარლამენტარი ფროელიხი: ჰელსინკის კომისია დემოკრატიის რიტორიკის უკან იმალება, როდესაც მშვიდობას ძირს უთხრის. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესანიშნავად ამოიცნო
სტეფანო ახოკე: ჰელსინკის კომისია „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტია, მისი წევრები, რომელთაც ახლო კავშირები აქვთ ქართულ ოპოზიციასთან, „დიფ სთეითს“ წარმოადგენენ
თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის, რადგან მათ თვითმიზანს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენს და არა რეფორმების მიზანი
არქივი