სტეფანო ახოკე: ჰელსინკის კომისია „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტია, მისი წევრები, რომელთაც ახლო კავშირები აქვთ ქართულ ოპოზიციასთან, „დიფ სთეითს“ წარმოადგენენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 15 თებერვალი 2026, 23:27

დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარი სტეფანო ახოკე „იმედის კვირასთან“ საქართველოს მიმართ ჰელსინკის კომისიის მიდგომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომისია პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა.

„დროთა განმავლობაში ჰელსინკის კომისია იქცა ლიბერალური იმპერიალიზმის პოლიტიკურად მოტივირებულ ინსტრუმენტად.

სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება პროდასავლური საგარეო კურსის მატარებელი იყო, ამავე დროს კი უფრო სუვერენული და ეროვნული ინტერესებით მოქმედი, ჰელსინკის კომისია, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო ნეიტრალური დამკვირვებელი, იქცა პოლიტიკური ზეწოლის იარაღად," - აცხადებს სტეფანო ახოკე.

იგი ჰელსინკის კომისიას „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტს უწოდებს.

„ჰელსინკის კომისია „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტია, ამ კომისიის წევრები, რომელთაც ახლო კავშირები აქვთ ქართულ ოპოზიციასთან, სწორედ „დიფ სთეითს“ წარმოადგენენ. საქართველოს ხელისუფლება შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას ჰელსინკის კომისიის გავლენებს და იმ აგრესიულ რიტორიკას რომელიც კომისიისგან გვესმის“, - ამბობს ახოკე.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გასულ კვირაში გაიმართა. „არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი - შეგვიძლია ადაპტირება და არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში", - განაცხადა ბრიფინგზე ლორა თორნტონმა.

როგორც ცნობილია, ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებული სკანდალი გასულ კვირაში გახმაურდა. პროფესორი სტივენ შრაგე აქვეყნებს ჰელსინკის კომისიის წევრების მამხილებელ დოკუმენტებს და გამოძიებას ითხოვს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Guardian: ზელენსკი აშშ-ისგან მინიმუმ 20 წლით უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს
ბარაკ ობამა: „სოციალურ მედიაში კლოუნური შოუ მიმდინარეობს“
ევროპარლამენტარი ფროელიხი: ჰელსინკის კომისია დემოკრატიის რიტორიკის უკან იმალება, როდესაც მშვიდობას ძირს უთხრის. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესანიშნავად ამოიცნო
თამთა მეგრელიშვილი: დებატების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის მიმართ სისტემურად ჩამოყალიბებული და საფუძვლიანად არგუმენტირებული წინააღმდეგობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ წინააღმდეგობა წინააღმდეგობისთვის, რადგან მათ თვითმიზანს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენს და არა რეფორმების მიზანი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, 16 და 17 თებერვალს გამოიჩინონ სიფრთხილე და ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
არქივი